Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ღია კარის დღე აბიტურიენტებისათვის!

 ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტზე, 21 მარტს, ღია კარის დღე გაიმართა. აბიტურიენტებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და მათ არსებული სასწავლო პროგრამების შესახებ ესაუბრა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიორგი ღაღანიძე. ტურიზმის სკოლის შესახებ კითხვებს უპასუხა ტურიზმის სკოლის დირექტორის მოადგილემ, ბატონმა მამუკა ხუსკივაძემ. უნივერსიტეტში არსებული სტუდენტური სერვისები აბიტურიენტებს გააცნო უნივერსიტეტის კარიერული სამსახურის უფროსმა, ბატონმა გიორგი გრიგოლაშვილმა. ახალგაზრდებს ძირითადად აინტერესებდათ ინფორმაციები უნივერსიტეტის გაცვლითი პროგრამების, დასქმებისა და პრაქტიკის ხელშეწყობის, სტუდენტური ცხოვრების მრავალფეროვნების შესახებ. შეხვდრას ესწრებოდნენ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, ასოცირებული პროფესორი მანანა ლობჟანიძე და ფაკულტეტის სხვა წარმომადგენლები. შეხვედრის დასრულების შემდეგ, აბიტურიენტებმა მოინახულეს თსუ მე-10 (მაღლივი) კორპუსის სასწავლო ინფრასტრუქტურა, გაეცნენ ბლუმბერგის ლაბორატორიისა და ფაბლაბის მუშაობის პრინციპებს.